გაიცანით ცნობილი მსახიობების ორეული კასკადიორები (ფოტო)

1016

მოდით გავიცნოთ ცნობილი მსახიობების ორეული კასკადიორები, რომლებიც მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ჩვენს საყვარელ ვარსკვლავებს ცვლიან.

კრის ჰემსვორტი და ბობი ჰოლანდ ჰანტონი

იმისთვის, რომ ფილმში „თორი“ კრის ჰემსვორტს დამსგავსებოდა,  ჰოლანდ ჰანტონი 18 საათის მანძილზე ვარჯიშობდა.

ჯონი დეპი და ტეო კიპრი

კადრებიდან ჩანს, რომ ფილმ „ტურისტის“ გადაღებებზე ჯონი დეპი გადმოსახტომად ემზადება, რეალურად კი ამას მისი კასკადიორი აკეთებს.

ნატალი პორტმანი და სარა ლეინი

მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის „შავი გედი“ ნატალი პორტმანმა 9 კილოგრამი დაიკლო და ბალეტიც აითვისა, ყველაზე რთულ საცეკვაო ნომრებს მაინც პროფესიონალი ბალერინა, სარა ლეინი ასრულებდა.

ტომ კრუზი და მაიკლ მაკინტაირი

ფილმში „დღის რაინდი“ ყველაზე რთულ ილეთებს საკუთარ თავზე მაიკლ მაკინტაირი იღებს, ის ტომ კრუზის კასკადიორია. ამავე დროს ცნობილი ბრიტანელი კომიკოსია.

დუეინ ჯონსონი და ტანოაი რიდი

მიუხედავად იმისა, რომ დუეინ ჯონსონის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, ხშირად რთული ილეთების შესრულება მის კასკადიორსა და ბიძაშვილს, ტანოია რიდს უწევს.

პენელოპა კრუსი და მონიკა კრუსი

პენელოპა კრუსმა „კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებებისას“ შეიტყო, რომ ორსულად იყო, ამიტომ მისი შეცვლა დას მოუწია.

მარგო რობი და ინგრიდ კლეინიგი

მარგო რობი და ინგრიდ კლეინიგი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე ორჯერ შეხვდნენ. ინგრიდი მარგოს ფილმებში „თვითმკვლელთა რაზმი“ და „ტარზანი:ლეგენდა“ ცვლიდა.

ანჯელინა ჯოლი და იუნის ხატარტი

გარდა იმისა, რომ იუნის ხატარტი ენჯის კასკადიორი, ის მსახიობის უახლოესი მეგობარია.

ჯენიფერ ლოპესი და ვანესა ვანდერ პლუმი

სწორედ ვანესა ვანდერ პლუმს ვხვდებით ცნობილი სერიალის, „ლურჯის ელფერის“ ყველაზე მძაფრს სცენებში.

ტომ ჰარდი და ჯეიკობ ტომური

ტომ ჰარდის კასკადიორი მსახიობს საოცრად ჰგავს, მათ ფილმ „ლეგენდას“ გადასაღებ მოედანზე ვერც გაარჩევთ.