LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგეთ, ხართ თუ არა მზად ორსულობისთვის?

313

ბავშვის გაჩენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, არაფერი ჯობია იყო მშობელი და საკუთარ შვილთან ერთად, თავიდან აღმოაჩინო სამყარო, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვის სიცოცხლეზეც ხართ პასუხისმგებელი და გამომდინარე აქედან, აუცილებლად მოგიწევთ უკვე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის შეცვლა, რაც ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ სერიოზული გამოცდაა. ასე რომ, სანამ ბავშვის გაჩენაზე დაიწყებთ ფიქრს, პარტნიორთან ერთად გულწრფელად უპასუხეთ რამდენიმე შეკითხვას და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოთ, რამდენად ხართ მზად ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად.

მოგწონთ თუ არა ბავშვებთან დროის გატარება?

თუ სიამოვნებით თამაშობთ მეგობრებისა და ნათესავების ბავშვებთან, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მზად ხარ მშობლის როლისთვის. თუ სწრაფად იღლებით ბავშვებთან ურთიერთობით – ესეც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ბევრს საერთოდ არ უყვარს ბავშვები, სანამ საკუთარი არ შეეძინება. თუმცა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კარგად დაფიქრდით, რატომ უპასუხეთ ასე, თუ მანამდე დარწმუნებული იყავით, რომ ბავშვის შეძენაზე ოცნებობდით.

გაძლევთ თუ არა მატერიალური მდგომარეობა ბავშვის აღზრდის საშუალებას?

მართალია, არავის არ უყვარს ფულზე საუბარი, მაგრამ გულწრფელად გაეცით საკუთარ თავს პასუხი – გაქვთ თუ არა კარგი შემოსავალი და გეყოფათ თუ არა ფული ბავშვის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მშობლის როლში ხშირად მოგიწევთ თქვათ უარი ხარჯიან მოგზაურობებსა და რესტორნების სტუმრობაზე.

გყავთ თუ არა ახლობლები, ვისაც ნებისმიერ მომენტში თხოვთ დახმარებას?

ბავშვის გაჩენამდე, აუცილებლად კარგად გაიაზრეთ, რამდენად საიმედო ადამიანების გარემოში ცხოვრობთ. დარწმუნდით, რომ ოჯახი და მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან, რადგან  უამრავი მოულოდნელობა შეიძლება მოხდეს, როცა მათი მხარდაჭერა აუცილებელი გახდება.

გჭირდებათ თუ არა ბავშვი მხოლოდ პარტნიორის შესანარჩუნებლად?

თუ საკუთარი სიყვარულის გადარჩენას ცდილობთ, მაშინ ეს ბავშვის დაბადებამდე უნდა გააკეთოთ, რადგან ბავშვით მამაკაცის შენარჩუნება – ძალიან ცუდი სტრატეგიაა.

არის თუ არა მნიშვნელოვანი სოციალური ცხოვრება?

თუ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ყოველდღიური წვეულებებისა და მეგობრებთან ურთიერთობის გარეშე, მაშინ კარგად დაფიქრრდით, მზად ხართ თუ არა დაივიწყოთ ყველაფერი ბავშვის გულისთვის, რადგან პატარას დაბადების შემდეგ, თქვენი სოციალური ცხოვრება ნამდვილად აღარ იქნება ძველებურად აქტიური.

მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის ჯანსაღი ძილი?

თუ ადრე წვებით ან დასვენების დღეებში გამოძინება გიყვართ, რადგან ჯანსაღ ძილზე თქვენი ფსიქიური მდგომარეობაა დამოკიდებული, მაშინ ბავშვის ყოლაზე ფიქრი ნამდვილად ნაადრევია.

გაღიზიანებთ თუ არა მტირალა ბავშვები?

თუ საშინლად ბრაზობთ, როცა უცხო ბავშვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ტირიან და დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი ასეთი არასდროს იქნება, მაშინ იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან თქვენი შვილიც ზუსტად ასე ატირდება ყველაზე შეუფერებელ მომენტში. ასე რომ, თუ კონტროლს კარგავთ როცა თქვენს გვერდით ბავშვი იცრემლება, მაშინ ნამდვილად არ ღირს ჯერჯერობით საკუთარ შვილებზე ფიქრი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები