LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაირკვა რატომ დაარქვა სამეფო წყვილმა შვილს „ლუის“

156

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მესამე შვილს ლუის არტურ ჩარლზი დაარქვეს. ბავშვის სახელის წარმომავლობას მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ. ჟურნალისტებმა საბოლოოდ შესძლეს და გაარკვიეს თუ რატომ დაარქვა სამეფო წყვილმა შვილს “ლუის”-ი.

როგორც აღმოჩნდა, ქეითმა და უილიამმა შვილს “ლუის”-ი ნათესავის, ადმირალ ლუი მაუნტბეტენის პატივსაცემად დაარქვეს. ადმირალი 1979 წელს, ირალნდიის რესპუბლიკის სამხედროების მიერ მოწყობილ ტერაქტს ემსხვერპლა.

მედიის ცნობით, მაუნტბენტენი დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლის, პრინც ფილიპის ბიძა იყო. ადმირალისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დახმარებით გაიცნეს ერთმანეთი ფილიპემ და ელიზაბეტ მეორემ.

კემბრიჯის ჰერცოგინიამ წმინდა მერის საავადმყოფოში 23 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე იმშობიარა. პრინცი ლუისის გარდა, ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ორი შვილი – 4 წლის ჯორჯი და 2 წლის შარლოტა ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები