LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიტანე სავაჭრო ქალაქი: ”ისთ ფოინთში” უფასოდ ვაჭრობას შეძლებთ

75

სავაჭრო ცენტრი ”ისთ ფოინთი” გათამაშებას იწყებს, რომლის გამარჯვებულიც 1 ღამით, ცენტრის 150-ვე მაღაზიაში ვაჭრობას უფასოდ შეძლებს.

როგორც ”ისთ ფოინთის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, გათამაშება 20 მარტს დაიწყო და 23აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

”1 თვის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ მაღაზიაში სულ მცირე 50 ლარის ოდენობით ივაჭროს და შემდეგ ქვითარი „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში , გათამაშების ბილეთში გადაცვალოს. თავად გათამაშება კი ლოტოტრონის პრინციპით 23 აპრილს გაიმართება და ის Facebook Live–ით გადაიცემა”, – აცხადებენ სავაჭრო ქალაქში.
მათივე ცნობით, გათამაშდება 100 000 ლარის ღირებულების 100 პრიზი და მთავარი პრიზი – სავაჭრო ქალაქი ერთი ღამით სრულიად უფასოდ გამარჯვებულის განკარგულებაში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები