LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიყიდა თუ არა „ცენტრ პოინტი“

128

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატი „ცენტრ-პოინტის“ საბოლოოდ გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ დასატურებს, მარინა ცუცქირიძე ამბობს, რომ ხელშეკრულება ჯერ ხელმოწერილი არ არის, ამიტომ როგორც იურისტი, ვერ იტყვის, რომ „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა.

მისი თქმით,  ტექნიკური დეტალები ოქტომბრის პირველ ნახევარში მოგვარდება, მეორე ნახევარში კი, რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმების საკითხი განიხილება.

ადვოკატის ინფორმაციითვე, როგორც მაია რჩეულიშვილმა მას ჟურნალისტებთან დააბარა, ის მზადაა, მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც შეიძინა, რაც შექმნა, სხვა კომპანიას გადასცეს, რათა დაზარალებულები დაკმაყოფილდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მათ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები