LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი – ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

77

რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს – ფისკალურ ანალიზს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა ჰესების მშენებლობაზე სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია იუწყება, რომ 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია 27,5-მდე გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები