LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა კონცერტების დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდი

42

საქართველოში უცხოელი ვარკვლავების კონცერტებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გამო, არანაირი პრობლემები არ შეიქმნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს ცნობადობის ამაღლებისკენ არის მიმართული, რათა ტურიზმი და ეკონომიკა წახალისდეს. კითხვაზე დადგება თუ არა სარეზერვო ფონდის გაზრდის საჭიროების საკითხი, ხადურმა უპასუხა, რომ ეს სამუშაო პროცესში გამოჩნდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების კონცერტებისა და ფესტივალებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. დაგეგმილია 35 ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, რობი უილიამსის, ეროს რამაზოტის, „Maroon 5“-ის და  ხოსე კარერასის კონცერტები. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ვარსკვლავების დაგეგმილ კონცერტებზე 55 ათასი ტურისტი შემოვა საზღვარგარეთიდან, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკაში შემოსავალს დატოვებს.