LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი წლის ბოლოს გადაწყდება – დავით სერგეენკო

86

წლის ბოლოს გადაწყდება უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება, იგივე დარჩება, თუ გაიზრდება მოსარგებლეთა ჯგუფები – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ თეორიულად ორი მიმართულებით შეიძლება წარმოვიდგინოთ უფასო მედიკამენტების პროგრამის განვითარება.

“თეორიულად ორი მიმართულებით შეიძლება წარმოვიდგინოთ მისი განვითარება. ერთი, რომ გაიზარდოს იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც ძალიან სკურპულოზიურად იქნა შემუშავებული, ან მეორე – დარჩეს იგივე ჩამონათვალი, მაგრამ გაიზარდოს მოსარგებლეების ჯგუფები. ამის ზუსტი ანალიზის გარკვევის საშუალება მოგვეცემა წლის ბოლოს. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, მონიტორინგს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს გვექნება გადაწყვეტილება: A- დარჩეს იგივე, B- გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი, С გაიზარდოს მოსარგებლეების ჯგუფები. მე შემთხვევით არ გამისვია ხაზი დროის მნიშვნელობაზე, არ შეიძლება ეს საკითხი ხელაღებით გადაწყვიტო. იმ დაავადებების ჩამონათვალი არის დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის დეტალურ ეპიდემიოლოგიასა და საერთაშორისო სტატისტიკაზე. შემთხვევით არ გადაგვიდგამს ნამდვილად ეს ნაბიჯიЭ,- განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები