LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: გაზმპრომთან თანამშრომლობა ეკონომიკურად წამგებიანია

171

 „ის ძირითადი შეტევები, რომელიც „გაზმპრომის“ ხელშეკრულებაზე მოდის მისი პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით,  არ შეესაბამება სიმართლეს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

„რამდენჯერ მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – როდესაც გვაქვს კონტრაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც იღებს ვალდებულებას კომერციულ ფასად მოგვაწოდოს ქვეყნისთვის საჭირო გაზი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ამ კონტრაქტის ფარგლებში არის ნული. თუ მოხდა გარკვეული ექსტრემალური სიტუაცია და ჩვენდა გვჭირდა გაზის შეძენა, მაშინ ჩვენა მშემთხვევაშიც გვექნება კომერციული ფასი. აქ პოლიტიკური რისკები არის შემცირებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ ხელშეკრულებით ეკონომიკურ ნაწილში არის დანაკარგი, თუმცა შემცირდა პოლიტიკური რისკები.

„ეს რისკები შევამცირეთ იმიტომ, რომ თუ დაგვჭირდებოდა და ჩვენ ვყიდულობდით დამატებით გაზს რუსეთიდან,  მისი ფასი არ იყო განსაზღვრული და ეს ფასი იყო საკმაოდ მაღალი. დღეს დაფიქსირდა კომერციული ფასი ვალდებულებების გარეშე, რომ ჩვენ ეს მოცულობა უნდა ვიყიდოთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთეს ამ თემაზე მთავრობის წევრებმა განმარტებები პარლამენტში, გახარიამ უპასუხა, რომ ეს დატვირთული გრაფიკის გამომოხდა.

„უბრალოდ გადაავლეთ თვალი, მაგალითად,  15 დეკემბრიდან დღემდე აქტივობების და გრაფიკის ნაწილში რა ხდება: იყო ვიზიტები,  ჩამოდიოდნენ სტუმრები და ასე შემდეგ. არავის არ უთქვამს, რომ პარლამენტში მისვლის რაიმე  პრობლემა არსებობს.  ვთქვით, რომ აუცილებლად მივალთ და აუცილებლად გავცემთ ყველა კითხვას პასუხს, არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც მზად არიან პარლამენტში მისვლისთვის, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. სულ რამდენიმე ხნის წინ იყო დამტკიცებული მთავრობა, რომელიც მთელი შემადგენლობით იყო პარლამენტში და იქ შეკითხვების მაქსიმალურ რაოდენობას გაეცა პასუხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პოპულალურები