LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია მწერლებს და გამომცემლებს შეხვდა

99

რატიანის საქმე მაღალი ობიექტურობის ხარისხით უნდა იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მწერლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საპოლიციო რეფორმების სისტემაში მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს საზოგადოება.

“ძირითადი ამოცანა იყო, როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენს შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, აქ გაიჟღერა რატიანის ქეისმაც და, რა თქმა უნდა, ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა, ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე – რატომ არ გავრცელდა ჩანაწერის სრული ვერსია,  მინისტრმა უპასუხა  “მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები კონკრეტულად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ სრული ჩანაწერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ასევე, სადღაც ინტერნეტში დევს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრა საქმიანი იყო . გიორგი გახარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცოტა ხნის წინ მოულოდნელად მივიდა, სადაც მიხეილ გიორგაძესა და მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე შეხვედრა იმართებოდა. შეხვედრის დროს მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

რატიანის მხარდამჭერებმა გუშინ სოციალურ ქსელში საზმაუს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ვიდეომასალა, რომლიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, ტელევიზიის ცნობით, მათ შსს-სგან გამოითხოვეს. მასში რატიანის დაკავების პროცესია ასახული.
ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები