LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას მოადგილეები შესაძლოა, ნინო ჯავახაძე და შალვა ხუციშვილი გახდნენ

529

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, მოადგილეებად შესაძლოა, შავლა ხუციშვილი და ნინო ჯავახაძე დაინიშნონ.

შალვა ხუციშვილი  უწყებაში მოადგილის პოსტს იკავებდა გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის დროსაც.

რაც შეეხება ნინო ჯავახაძეს, ის გახარიას ეკონომიკის მინისტრად ყოფნის დროს მის მოადგილედ მუშაობდა.

პარლამენტი სამთავრობო ცვლილებათა პაკეტის განხილვისთვის ემზადება. საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისს კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნის, რაც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მოხდება, რის შემდეგაც საკითხის საკომიტეტო განხილვები დაჩქარებული წესით დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები