LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას თვისებები შთამბეჭდავია იმისთვის, რომ მის ასეთ გადანაცვლებაზე ვისაუბროთ – გია ვოლსკი

56

აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გიორგი გახარიას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. მისი მენეჯერული და ადამიანური თვისებები, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია იმისთვის, რომ ადვილად ვისაუბროთ მის ასეთ გადანაცვლებაზე,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურის, მამუკა ბახტაძის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს რკინიგზის მოგება შემცირდა, გია ვოლსკის განმარტებით ეს სიცრუეზე აგებული დემაგოგიაა, ვინაიდან გადაზიდვების შემცირება,  მენეჯმენტზე დამოკიდებული არაა. ამ კონტექსტში გია ვოლსკიმ ტვირთების გადაზიდვაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნილებები და მსოფლიო რეგიონული ეკონომიკური პროცესები დაასახელა.

„არც ერთი ხელისუფლება, არც რკინიგზის ხელმძღვანელობა დაინტერესებული არ არის, რომ გადაზიდვების მოცულობა შემცირდეს, ასე რომ, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორის გამო ხდება. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, პიროვნულად მე არ ვიცნობ, მაგრამ დახასიათება და მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია“, – განაცხდა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები