LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდა თუ არა „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი

68

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, ლინა ჰიდიმ ჰარვი ვაინშტაინთან უსიამოვნო ურთიერთობის შესახებ გაიხსენა და განაცხადა, რომ კინაღამ ცნობილი პროდიუსერის მსხვერპლი გახდა.  მსახიობმა საკუთარი ისტორია „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, ჰარვის ის ორჯერ შეხვდა: პირველად ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ჰიდი „ძმებ გრიმებს“ წარმოადგენდა. მსახიობი იხსენებს, რომ თავდაპირველად პროდიუსერი მას უადგილოდ ეხუმრა, რაც მან ხუმრობაში გაატარა.

რამდენიმე წლის შემდეგ ვაინშტაინმა ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში საუზმეზე დაპატიჟა. ვარსკვლავი აცხადებს, რომ მას ეგონა, საქმეზე მოსალაპარაკებლად იბარებდა, თუმცა, საუბრის დროს ის პირად თემებს შეეხო, შემდეგ კი სცენარის ასაღებად საკუთარ ნომერში დაპატიჟა.

„ჩვენ შევედით ლიფტში და მომენტალურად შეიცვალა ენერგეტიკა, ჩემი სხეული კი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა. მე მას ვუთხარი, რომ მხოლოდ საქმე მაინტერესებდა და მეტი არაფერზე ეფიქრა.  ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ, მას ხელი ჩემს ზურგზე ედო და მაწვებოდა, რომ წინ წავსულიყავი. თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობდი. გასაღები კარს არ მოერგო და ის ძალიან გაღიზიანდა. შემდეგ მანქანამდე მიმაცილა და ჩამჩურჩულა, რომ ამის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა, არც მენეჯერისთვის და არც აგენტისთვის. მე ჩავჯექი მანქანაში და ავტირდი“, – დაწერა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, მათ შორის უამრავი ცნობილი ქალბატონია. პროდიუსერი საკუთარი კომპანიიდან და ამერიკული და ბრიტანული კინოაკადემიიდან უკვე გამორიცხეს. ამ მომენტისთვის ის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს კი ამერიკისა და ბრიტანეთის პოლიცია იძიებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები