LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა სასწრაფო დახმარება ფასიანი?

316

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება მოსახლეობისთვის ფასიანი ხდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახამრების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ აყვნენ ასეთი სახის იაფფასიან განცხადებებს და კითხვის გაჩენის შემთხვევაში, სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას.”, – აცხადებენ ცენტრში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები