LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდომის 6 „ოქროს წესი“ სპეციალისტისგან – რა, როდის და რამდენი მივირთვათ

1033

ენდოკრინოლოგი ნინო დოლიძე გვირჩევს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ ფორმა შევინარჩუნოთ ან წონაში დავიკლოთ. მაშ ასე, მთავარი წესები სპეციალისტისგან.

ნინო დოლიძე:

გასუქება არის ენერგიის მუდმივობის კანონის დარღვევა. მაღალკალორიული საკვები, ფასთ-ფუდი არის გასუქების ერთ-ერთი წინაპირობა, მაგრამ არა ერთადერთი. სწრაფი კვება, რასაკვირველია, ასუქებს ადამიანს, რადგან მაღალკალორიული  გახლავთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ქცევითი კვება. ადამიანი მიირთმევს არა იმისთვის, რომ დანაყრდეს, არამედ იმიტომ, რომ ხედავს საკვებს რეკლამირებისას, ფასტ-ფუდის შემთხვევაში ეს არის მარტივად ხელმისაწვდომი საკვები, რომელიც გახლავთ იაფი და ადამიანი თავად არ ხარჯავს დროს მის მომზადებაში. ამ „მაღალკალორიული ტაბლეტებით“, სხვას ვერაფერს ვუწოდებ, ადამიანები იკლავენ შიმშილის გრძნობას და იღებენ საკმარისზე მეტ კალორიას. იღებენ მეტ ენერგიას და ხარჯავენ ნაკლებს, რადგან ფიზიკურადაც არ იტვირთვებიან.

0dcbfa06-bc5f-4087-8016-046e7f91ea9cჯანსაღი კვება მოითხოვს დროს და მატერიალურ მდგომარეობას. ამას ემატება ისიც, რომ ქართველები ძალიან დიდი რაოდენობით ცომეულს, ტკბილეულს მივირთმევთ, შოკოლადს, ნუგბარს, რომელიც ქიმიური დამუშავებითაა მიღებული.

კიდევ ერთი – ჩვენ არ გვაქვს დანერგილი სადილის ფენომენი, აუცილებელია, ადამიანმა 12-დან 2 საათამდე მიირთვას, რასაც უამრავი ჩვენგანი ვერ ახერხებს, დილას გადის სახლიდან და საღამოს ბრუნდება, შუალედში კი ვერ ახერხებს სადილობას, თუმცა ასეთი მიდგომა არ არის მისასალმებელი. დაუწერელ კანონად უნდა გქონდეთ, რომ მიირთვათ შუადღეს, რადგან სამსახურიდან დაბრუნებული მშიერი ადამიანი, საღამოს უფრო მეტ საკვებს მიიღებს, კალორიებით დაიტვირთება და მის დახარჯვას ვეღარ მოახერხებს.

მცდარია მოსაზრება, რომ ვისაც გახდომა სურს, არ უნდა ისაუზმოს. კარგი იქნება, თუკი ისაუზმებთ და ისადილებთ, რადგან საღამოს უფრო ნაკლებად შემოგიტევთ შიმშილის გრძნობა, მსუბუქად მიირთმევთ და არ გექნებათ იმის განცდა, რომ რაღაც დაგაკლდათ.

65646560-024c-4268-9c04-be45456fb0d8არსებობს ორი ტიპის დიეტა: დაბალკალორიული და ბალანსირებული. დაბალკალორიული დიეტა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ უნდა დანიშნოს ექიმმა, ის, ძირითადად, სჭირდებათ ჭარბწონიან ადამიანებს, რომელთაც სიმსუქნე ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის, ასეთი ტიპის დიეტები მიმდინარეობს სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს წნევის დავარდნა, ცნობიერების დაბინდვა და ა.შ. მათ, ვისაც უბრალოდ, გახდომა სურს, ვურჩევ დაბალანსებულ დიეტას, რომელსაც არ ექნება მკვეთრი შედეგი, დროში გაიწელება, მაგრამ საბოლოოდ, აუცილებლად გამოიწვევს წონაში კლებას და შენარჩუნებაც ადვილი გახდება. იდეალურია, თუკი მას ფიტნესს მივახმართ.

ახლა კი კიდევ ერთხელ და მოკლედ, წესები მათთვის, ვისაც გახდომა სურს:

  1. მიიღეთ სითხე უხვი რაოდენობით, თუმცა არა გადაჭარბებულად – დღეში 2 ლიტრამდე, არა მხოლოდ წყალი, ზოგადად, სითხე. არ მიირთვათ გაზიანი სასმელი.
  2. მიირთვით არა გასართობად, არამედ დასანაყრებლად.
  3. კვების რაციონში შეიტანეთ როგორც ცილა, ასევე ნახშირწყალი და ცხიმი.
  4. მიიღეთ ბოსტნეული და ხილი, დღის განმავლობაში 2-2 სახის. შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, კარგია კუჭის მოქმედებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  
  5. მოერიდეთ ცომეულს, ტკბილს, ზედმეტი შაქრით დატვირთულ პროდუქტს, შოკოლადს, რომელიც გაჯერებულია არაქისით. არ მიირთვათ მაიონეზი, რადგან შეიცავს კონსერვანტებს. თუკი სახლში დაამზადებთ, პირიქით, ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან შეიცავს კვერცხს, ზეითუნის ზეთსა და ლიმონს.
  6. დაბოლოს, შეეცადეთ, სამჯერ მაინც მიირთვათ დღეში, თუნდაც შუადღეს მცირე წახემსებით, თუმცა ერთი „ოქროს წესი“ ისაა, რომ არ ჭამოთ 7-8 საათის შემდეგ, მიირთვით ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმიც შეგიძლიათ, მაგრამ არ ივახშმოთ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები