გახდომის ოქროს წესები ნანუკა ჟორჟოლიანისგან

120

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში ძალიან გახდა და კარგ ფორმაშია. ტელეწამყვანი საკუთარ გამოცდილებას ამ კუთხით უზიარებს მათ, ვისთვისაც მისი რეკომენდაცია შესაძლოა, საინტერესო იყოს.

ნანუკა წერს:

„მოგესალმებით, მეგობრებო:)

დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს.

ჩემი არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ-მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძილით. ამას რატომ გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

საკმარისია, გააქროთ რაციონიდან, შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (გრეჩიხის, ქინოას გარდა) არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს (12 საათამდე) და გაღვიძება ხვალ.

6 თვეში, ყოველგვარი სტრესის, ნევროზის, ისტერიკის გარეშე ისეთ ფორმაში იქნებით, მიხვდებით, რომ ეს ცხოვრების თავიდან დასაწყისია. კვება ჩვევაში გადაგივათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ ჯანსაღი ცხოვრება, კარგი ვიზუალით.

  1. იკვებეთ დღეში 4-ჯერ
  2. შუალედი იყოს 2-3 საათი.
  3. მეორე კვება შეიძლება იყოს ხილი.
  4. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოძინება აუცილებელია.
  5. წყალი
  6. არანაირი შემწვარი საჭმელი. პური, ხაჭაპური დაივიწყეთ და შემდეგ მათაც დაავიწყდებით.
  7. არანაირი ტკბილი.
  8. ფიზიკური აქტივობა.
  9. მწვანე ბოსტნეული, მოხარშული, გრილზე შემწვარი ხორცი, თევზი, არის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი.
  10. თან იქონიეთ ნიგოზი (5-6 ლებანი, თხილი, ნუში), თავიდან ძალიან გეხმარებათ მშრალი ხილი.

მგონი, არაფერი გამომრჩა. წარმატებებს გისურვებთ და არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს და განსაკუთრებით ორშაბათს:) დაიწყეთ ამ წამს 😀❤ თქვენი ნანუკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები