LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკონტროლდება თუ არა წვენების ხარისხი? – სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს

154

წვენის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება -ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კომპანიების ნაწილის მოთხოვნას წვენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღებასთან დაკავშირებით.

“ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება, რადგან არსებობს ზოგიერთი მიმართულება, სადაც სხელმწიფო არ მოახდენს დარგის რეგლამენტირებას. ჩვენ გვაქვს სურსათის კოდექსი, რაც განსაზღვრავს მოთხოვნებს. ყველა პროდუქტზე სპეციფიური რეგულაციები ვერ იარსებებს. არსებობს ეტიკეტირების წესები, რომელიც მოითხოვს პროდუქტში შემცველობის განსაღვრას და ამ კუთხით მომხმარებლის უფლებები დაცულია”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანიების ნაწილი წვენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს. მათ შორის კომპანია “კამპაც”, რომლის გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ბუაძის თქმით, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება ბაზარზე თამაშის წესების დარეგულირებისა და ქართული პროდუქციის უცხო ქვეყნის ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია. როგორც ბუაძე ამბობს, დღეს წვენების ბიზნესი რეგულირებული არ არის, შესაბამისად სარეალიზაციო ქსელი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები