LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალარება არ გამოვიდა, დოლარის ეპოქა კი მთავრდება

38

სესხების გალარების პროგრამა ჩავარდა: ამის სესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დოლარიდან ლარში სესხების გადამტანთა რიცხვი 2000 ბევრად არ გადააჭარბებს. მას შემდეგ, რაც გალარების პროგრამა დაიწყო და მოსახლეობამ ბანკებს მიმართა, მსესხებლები მიხვდნენ, რომ ამით მათ მხოლოდ გაუძვირდებათ სასესხო ვალდებულებები.

ძლიერი დოლარის ეპოქა კი სრულდება. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ დოლარმა შესუსტება დაიწყო. ევროსთან მიმართებაში ამერიკულმა ვალუტამ პოზიციები უკვე დათმო, თანდათან ძვირდება ნავთობიც და ძვირფასი ლითონიც. ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ დოლარის დასუსტება საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციას გააიაფებს, მაგრამ შეიძლება პრობლემები შეექმნას ექსპორტიორს. თუმცა ამ მხრივ პრობლემები ისედაც გვქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები