LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალავნის შეღებისთვის სიღნაღის მერია 12 000 ლარით დაჯარიმდა

103

სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯარიმა. მერიას 12 000 ლარის გადახდა მოუწევს. იმავე რაოდენობის ჯარიმას გაიდაიხდის სამშენებლო კომპანიაც. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

სიღნაღის მერია და კომპანია „ინსტალ პლუსი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდნენ. აღნიშნული მუხლი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს.

„კომპანია დაჯარიმდა, რადგან მათ შემუშავებულ პროექტზე ჰქონდათ გადაცდომები, მათ მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მოიცვეს კიდევ სხვა სეგმენტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადური წყობისა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს განვუსაზღვრეთ ექვსთვიანი ვადა, იმისთვის, რომ შეიმუშაონ ხელახლა საპროექტო დოკუმენტაცია, რათა მიყენებული ზიანი იყოს დროულად აღმოფრილი. ეს პროექტი უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან და საბჭოსთან, რაც შემდეგ ჩვენივე ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს,“ – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები