LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალერია თბილისში ახალი მაღაზიები გაიხსნა

539

სავაჭრო ცენტრ ”გალერია  თბილისში”  The North Face-ისა და Precious Crafts-ის მაღაზიები გაიხსნა.

The North Face ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ინვენტარს აწარმოებს. მაღაზია სავაჭრო ცენტრის მე-3  სართულზე  მდებარეობს.  Precious Crafts კი ძვირფასი სამკაულის მაღაზიაა, რომელიც 0 სართულზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ”გალერია თბილისში” 10-ზე მეტი ახალი მაღაზია და ობიექტი გაიხსნა, მათ შორისაა: United Colors of Benetton, NYX, illy Café, Tac, Your Royal House, Zapatero Espanol, Chic BeBe, ლუკა პოლარე და ჰოუმი.

ამ ეტაპზე ათვისებულია სავაჭრო ცენტრის დაახლოებით 90%, ობიექტების 5% კი უახლოეს პერიოდში გაიხსნება, მათ შორის არის შემდეგი ბრენდები: მაგელანი, ტაბლა ექსპერესი და დუქანი, ფრანგული  საცხობი, Silvio D’Italia  (იტალიური რესტორანი), ლიბერთი ბანკი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები