LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალერია თბილისში ბავშვთა გასართობი ცენტრი „რია-რია” იხსნება

1703

18 მარტს, 16:00 საათზე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” ბავშვთა გასართობი ცენტრი „რია-რია”  გაიხსნება. გახსნის ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება. მხოლოდ ამ დღეს მოსული სტუმრები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ყველა ატრაქციონსა და აპარატზე. გახსნის ცერემონია დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით.

ცნობისთვის, „რია-რია” ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრია, რომელიც ჯუნგლებისა და კოსმოსის  კონცეფციას  აერთიანებს.  ცენტრი  „გალერია  თბილისის”  მე-3  და  მე-4  სართულზე მდებარეობს.  მე-3  სართული გათვლილია მცირეწლოვანი  ბავშვებისთვის და აღჭურვილია შესაბამისი გასართობი  ზონით  – ბატუტი,  საცოცი  კედელი,  ბურთების  აუზი და  სხვა. მე-4 სართული კი შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის განკუთნილი სათამაშო აპარატებითაა მოწყობილი  –  ვირტუალური  რეალობა,  არკადის  ტიპის  თამაშები,  ავტოდრომი,  ე.წ  სქილ თამაშები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები