LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანას შეწამვლისთვის გამოყენებული პრეპარატი ტოქსიკურია – ვახტანგ ყოლბაია

77

დე-ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის პროცესი დაიწყო.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აცხადებს,  დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გალსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანას შეწამვლისთვის გამოყენებული პრეპარატი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. აღნიშნულზე ვახტანგ ყოლბაია სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს.

ვახტანგ ყოლბაიას კომენტარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ გალსა და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია დაიწყო. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები -სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულალურები