LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალში მორიგ შეხვედრაზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხს დააყენებს

89

გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემას.

“ამ მხრივ მოგეხსენებათ, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საკითხს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია და ჩვენ აუცილებლად რუსეთის წარმომადგენლებს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეხვედრაზე მონაწილეებს, უნდა შევახსენოთ, რომ აუცილებელია ამ საქმის გაგრძელება, რათა მკვლელი იქნას დაკავებული და მოგვიანებით გასამართლებული ქართული კანონმდებლობით,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ბინადრობის მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები