LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გალტ & თაგარტი“ კავკასიის რეგიონში ლიდერია

70

სს „გალტ & თაგარტი“ კომპანია Cbonds-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, მთელს კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა, კოპრორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით.

„საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზარის განვითარებაში ”გალტ & თაგარტი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა რეგიონში წამყვან პოზიციებზე ყოფნა. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, ”გალტ & თაგარტი” აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებით ფულის მოზიდვის საშუალებით.

მხოლოდ 2016 წელს ”გალტ & თაგარტი” 7 გარიგებაში წარმოადგენდა ობლიგაციების განთავსების აგენტს და ლიდ-მენეჯერს. ამ განთვსებების მეშვეობით ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი კლიენტებისთვის წარმატებით მოგვეზიდა 311 მილიონი ლარი და 30 მილიონი აშშ დოლარი”, – განაცხადა ”გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო დროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება წამყვანი კორპორაციებისათვის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. შარიქაძე დარწმუნებულია, რომ ”გალტ & თაგარტი” მომავალშიც შეინარჩუნებს ლიდერი სინვესტიციო ბანკის პოზიციას რეგიონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები