LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარეს

79

გალტ & თაგარტი, Global Finance-ის მიერ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2018 წელს“ გალტ & თაგარტს მეოთხე წელია ზედიზედ გადაეცემა.

აღნიშნული ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. „გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტის“ წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მეთვრამეტედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები