LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტმა კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩევლის წოდება მიიღო

86

გალტ & თაგარტმა  საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩევლის წოდება მიიღო. აღნიშნული ჯილდო მას International Finance Magazine-მა გადასცა.

„გალტ &თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. უფრო მეტიც, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ღირებულ მხარდაჭერას უწევს ქართულ კომპანიებს დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებაში. აღნიშნული აღიარება ხსენებული მიღწევების დასტურია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „გალტ &თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 მისივე ინფორმაციით, IFM-ის ჯილდოები გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოღვაწე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები