LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამაგრილებელი კოქტეილი ცხელი ზაფხულისთვის

343

რძის კოქტეილი და სმუზი – იდეალური სასმელია ცხელი ზაფხულისთვის. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს.

* რძის კოქტეილი – ინგრედიენტი: 100 მლ. რძე, 100 მლ. ნაღები, 70 გრამი ნამცხვარი “ორეო”, 100 გრამი ნაყინი, 5 გრამი კაკაო. მომზადება: აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში, მორთეთ ნამცხვრით და გახეხილი შოკოლადით.

* სმუზი ჭარხლით – ინგრედიენტი: 80 მლ. ჭარხლის წვენი, 120 მლ. ვაშლის წვენი, ხენდრო და რეჰანი. მომზადება: აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში და ჩამოასხით მაღალ ჭიქებში.

* მწვანე სმუზი – ინგრედიენტი: 150 გრამი მსხალი, 90 გრამი ბანანი, 50 მლ. რძე, 20 გრამი თაფლი, ლიმონის წვენი. მომზადება: აურიეთ ინგრეტიენტები ბლენდერში, დაუმატეთ ყინულის კუბიკები და მორთეთ კოქტეილი მსხლის ნაჭრებით.

* რძის კოქტეილი მანგო – ინგრედიენტი: 70 გრამი მანგოს პიურე, 50 გრამი ვანილის ნაყინი, 50 გრამი ნაღები, 90 მლ. რძე. მომზადება: აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში და ჩამოასხით ჭიქებში, ათქვიფეთ ცალკე ნაღები და დაუმატეთ უკვე მომზადებულ კოქტეილს, მორთეთ საკონდიტრო ბურთულებით, ხორბლის ფანტელით და დაფშვნილი ნამცხვრით.

* მაწონი ჟოლოთი – ინგრედიენტი: 60 მლ. რძე, 60 მლ. მაწონი, 60 გრამი ჟოლოს პიურე, დარიჩინი და ყინულის კუბიკები. მომზადება: აურიეთ ბლენდერში მაწონი, რძე და ჟოლოს პიურე, დაუმატეთ დარიჩინი, ყინულის ნატეხები და კიდევ ერთხელ აურიეთ. მორთეთ კოქტეილი პიტნის ფოთლებით და ჟოლოს მარცვლებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები