LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ვუსურვებ იყოს ამ ქალაქის ღირსეული მერი – ალეკო ელისაშვილი

83

“გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს, ვუსურვებ ის იყოს ამ ქალაქის ღირსეული მერი”, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ღმერთია მოწამე, ძალით არავინ არ მიგვიყვანია საარჩევნო უბნებზე, ისინი საკუთარი სურვილით, გულით და ამ ქალაქის სიყავრულით მოვიდნენ”,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და მხარდამჭერებსა და საკუთარი შტაბის წევრებს მადლობა გადაუხადა.

“იყო სახელისუფლებლო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა, საშინელი ანტიპიარი ჩემს წინააღმდეგ სოციალურ ქსელში, იყო უშიშროების ძალიან აქტიური ჩართულობა. გუშინ ვნახეთ ძალიან გულისამრევი ფაქტები, როდესაც ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია საარჩევნო უბნებზე.

თუმცა, ამის მიუხედავად ცესკო-ს შედეგები არის ოფიციალური შედეგები. მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ ჩვენ არ გველაპარაკა სიძულვილით ერთამანეთის ზიზიღით. ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად, “ქართული ოცნების” კანდიდატი გაძვრა და დაუსხლტა მეორე ტურს, მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით და მხოლოდ 1%-ით. თანაბარ ბრძოლაში თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა. თუმცა, გუშინდელი დღე წარსულია და აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი. მე ახალი კულტურის დამკვიდრება მსურდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს არჩევნების შედეგების ღირსეულად აღიარება. მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის ღირსეული მერი, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ვიბრძოდი არა სავარძლისთვის და კაბინეტისთვის, არამედ უკეთესი ქალაქისთვის და თუ კახი კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები