LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამართლებულია თუ არა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონცერტებისთვის თანხის გამოყოფა?

48

მსოფლიო ვარსკვლავების დაგეგმილ კონცერტებზე 55 ათასი საერთაშორისო მგზავრის შემოსვლა შემოიტანს იმ თანხას, რაც ამ ღონისძიებებზე დაიხარჯება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამართლებულია თუ არა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონცერტებისთვის თანხის გამოყოფა.

ქუმსიშვილის თქმით, ამას აქვს ეკონომკური გამართლება, რადგან 1 მლრდ 935 მლნ დოლარი ის კონტრიბუცია იყო, რომელიც ტურიზმმა შემოიტანა. მისივე განმარტებით, ტურიზმი ერთადერთი დარგია, სადაც ქვეყანა „სერვისებში აბსოლუტურად დადებით ბალანსშია“, და რაც საგადასახდელო ბალანსზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

„ტურიზმში დასაქმებულია 180 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელის მიხედვითაც ტურიზმიდან შემოსავლები უნდა გავზარდოთ. რა გვალენას მოახდენს კონცერტები როგორც შიდა, ისე გარე მოზიდულ ტურიზმზე? უაღრესად დადებითს. ჩვენი მეთოდოლგიით, 55 ათასი საერთაშორისო მგზავრი რომ დაგვემატოს, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად, ქვეყანაში ეს თანხები შემოსული იქნება. ეს არის თანხები, რომელიც ნაწილდება 35 ფესტივალზე და არა ვარსკვლავებზე. ვარსკვლავებს რაც ეხება, იქ არის ლიმიტირებული თანხა. პირველი რიგში, ეს არის 27 მაისს ჩასატარებელი ღონისძიება – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა კი იმსახურებს იმას, რომ კარგად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საკმაო თანხა იხარჯება ქართველ შემსრულებლებზე, ქართული კულტურის განვითარებაზე და რეგიონებში ჩასატარებელ ფესტივალებზე.

„ყველა რეგიონში იგეგმება ღონისძიებები, რათა შიდა ტურიზმი განვითარდეს. შიდა ტურიზმი აგენერირებს იმაზე მეტს მშპ-ში ვიდრე გარე ტურიზმი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მეტი პოტენციალი და შიდა ტურიზმი უნდა წავახალისოთ“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები