LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამჭვირვალობის” კვლევა: საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობებს ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ

97

საჯარო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციებზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლები საქმდებიან – ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგები. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ , რომ “სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში,” ხოლო “14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი”.

კვლევის ავტორების შეფასებით, ამაში რაიმე კანონდარღვევა არ არის, თუმცა ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლების მაღალ თანამდებობებზე გადანაცვლების ტენდენცია კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.

„აღმოვაჩინეთ, რომ 38 შემთხვევის გარდა, სულ მცირე, ახალი 17 შემთხვევა გვაქვს. 38 იყო 2015 წელს, ახლა გვაქვს 17 კიდევ ახალი შემთხვევა, როდესაც საჯარო თანამდებობზე დაინიშნენ პირები, რომლებიც მანამდე ბატონი ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდნენ. სრულიად მკაფიო და ცხადი ტენდენციაა ბატონ ივანიშვილთან კერძო სექტორში დაკავშირებული პირების დანიშვნისა, ეს ცხადია მიუთითებს საჯარო ინსტიტუტებზე ბატონი ივანიშვილის არაპროპორციულად დიდ გავლენაზე,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაში ვკითხულობთ,  2015 წლიდან დღემდე, სულ მცირე 17 ახალი შემთხვევა გამოიკვეთა, როდესაც თანამდებობაზე ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრი დაინიშნა/აირჩა.

კიდევ 9 შემთხვევაში ასეთი პირები საჯარო სექტორში ახალ თანამდებობაზე დაინიშნენ/აირჩნენ.

ასევე, სულ მცირე 9 ახალ შემთხვევაში, თანამდებობები ისეთმა პირებმა დაიკავეს, ვისი ოჯახის წევრებიც ივანიშვილის კომპანიებში არიან დასაქმებულები.

 

პოპულალურები