LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცემა VOGUE -მ ქეით მიდლტონი ბერძენ ქალს შეადარა

245

ქეით მიდლტონი საკუთარი სტილით მუდმივად  საზოგადოების და მედიის ყურადღებას იპყრობს. რამდენი დღის წინ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით  ნორვეგიას ესტუმრნენ, რათა პრინც ჰააკონს და მის ცოლს შეხვედროდნენ. ნორვეგიის სამეფო ოჯახთან ვახშამზე ქეით მიდლტონს  Alexander McQueen-ის ულამაზესი კაბა ეცვა. გრძელი ხორცისფერი სამოსი მაქმანებით იყო გაფორმებული. იმიჯს ქეითმა ჩანთა, სამაჯური და ბრილიანტის საყურეები დაუმატა. მოდის კრიტიკოსებმა ჰერცოგინიას სტილს მისი გამოსვლების ისტორიაში ყველაზე ფანტასტიკური უწოდეს. გამოცემა vogue-მ  ის ბერძენ ქალღმერთსაც შეადარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები