LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცემამ „Fanity Fair“ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანები გამოავლინა

53

გამოცემამ „Fanity Fair“ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანები გამოავლინა. სიაში ტრადიციულად ბიზნესის ტიტანები, მაგნატები და ჰოლივუდის ვარსკვლავები მოხვდნენ. ლიდერთა ხუთეული წელს ილონ მაქსმა, მარკ ცუკერბერგმა, ჯეფ ბეზოსმა და ტიმ კუკმა შეადგინეს. პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანი კი წელს ჯეფ ბეზოსი გახდა. Amazon-ის შემქმნელი ლიდერობას უკვე ზედიზედ მეორე წელია არ თმობს.

საინტერესოა, რომ 2019 წლის 27 ივლისს ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანიც გახდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით. რაც შეეხება გავლენიანთა მეორე პოზიციას, მას Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი იკავებს. გამოცემის აზრით, მარკის მთავარი მიღწევა ის არის, რომ სოც-ქსელის მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ასრულებს. მისმა კაპიტალმა წელს 800 მილიარდ დოლარს მიაღწია, მისი კომპანიის ღირებულება კი არც მეტი არც ნაკლები – ტრილიონი დოლარია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები