LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და განტოლება ამოხსნა – ირაკლი შოთაძე

101

გამოძიება არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და განტოლება ამოხსნა, გამოძიება კომპლექსური პროცესია, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კომისიის წევრების კითხვაზე, რატომ არ ან ვერ მოხდა მიხეილ კალანდიას სახლიდან ტანსაცმლის ამოღება, განაცხადა, რომ გამოძიებას გამომძიებელი საკუთარი სტრატეგიითა და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს.

„გამოძიება ზოგადად აღებული, არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოიყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული კომპლექსური პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებლები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ იმ დროს გააჩნიათ. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და განხვავებული,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები