LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიების გაგრძელებასთან ერთად კითხვები უფრო გამრავლდა – ანა ნაცვლიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

28

გამოძიების გაგრძელებასთან ერთად პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მიადევნებს ამ საქმეს თვალს.

“ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა არა ერთი კითხვის ნიშანი და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა. მართლმსაჯულების სისტემა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად არსებობს, რომლებიც საზოგადოებასა და დაზარალებულებში ჩნდება. იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ ჩვენ ამ საქმეს ძალიან აქტიურად მივადევნებთ თვალს, შევხვდებით ყველა ჩართულ მხარეს და მოვისმენთ ყველა მოსაზრებას,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვალ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები