LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიების პირველადი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდამსხმელი მათ იცნობდა

39

გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენსა და დოდო გუგეშაშვილის ოჯახს ნაცნობობა აკავშირებდა,“  – აცხადებენ შსს-ში.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილს კი, რომელიც გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები