LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს

40

საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხული მოსახლეობის 10%-ს რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი ჰგონია,  35% კი ამერიკა. როგორც კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე  მოსახლეობის მოსაზრებები უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში განსხვავებულია.

ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანს, ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში აკეთებენ.

NDI-ის კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის საფრთხეს ხმები ასე გადანაწილდა: რუსეთი – 63 %, თურქეთი – 6 %, ამერიკა – 5 %, საქართველო – 1 %, სომხეთი – 1 %, ირანი 1 %. კატეგორია „არ ვიცი“ – 15 %.

კვლევა  საქართველოს მასშტაბით 7-28 აპრილის  ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2500 მდე ადამიანი გამოიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები