LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 59% „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს – NDI

137

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს, ხოლო 5% – უარყოფითად.

კვლევაში მოსახლეობას დაუსვეს კითხვა, პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობასა და მკვლელების დაფარვაში დამნაშავე პირთა სიის შექმნა. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და სანქცია ამ ხალხის წინააღმდეგ. როგორ შეაფასებდით ამ რეზოლუციას? გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები