LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 85% თამბაქოს შესახებ რეგულაციების ამოქმედებას მხარს უჭერს – აკაკი ზოიძე

88

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს შესახებ რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, 85% ამ რეგულაციებს მხარს უჭერს.

„რაც შეეხება დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვას, ამას მხარს უჭერს მწეველი მოქალაქეების ნახევარზე მეტი, 60%-ზე მეტი. ეს უდაოდ მოტყველებს იმაზე, რომ ეს არის უპირობო კანონი, რასაც უპირობო მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან და სწორედ ამ კანონს მიეცით თქვენ ხმა 2017 წლის მაისში. ასევე, ტარდება საზოგადოებრივი მონიტორინგი კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით და 500-მდე დაწესებულების მონიტორინგის შედეგად 9%-იანი შესაბამისობაა კანონის მოთხოვნების აღსრულებასთან. ესეც ერთ-ერთი უპრეცედენტო შედეგია. გვაქვს ძალიან წარმატებული შედეგი და ეს შეიძლება სამაგალითო იყოს. ჩვენ სამ თვეში ერთხელ ვატარებთ საზედამხედველობით საბჭოს და ვაჯამებთ ხოლმე შედეგებს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები