LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 88%-ს ეკლესიის საქმიანობა ყველაზე მეტად მოსწონს

74

ეკლესიის საქმიანობა IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად მოსწონს, რეიტინგში ეკლესიას 88 % აქვს.

რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – მინისტრთა კაბინეტის.

გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები