LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია

41

NDI-ს კვლევის თანახმად,  89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციაში ცვლილებების განსახილველად საჯარო შეხვედრები გამართეს, კითხვაზე, დაესწარით თუ არა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რომელიმე შეხვედრას, გამოკითხულთა 2% აცხადებს, რომ დიახ, დაესწრო, 89% აცხადებს, რომ არ დასწრებია, ხოლო 9% აცხადებს, რომ არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები