LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა თითქმის 60%-ს რუსეთთან დიალოგი სურს

42

IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22 % მიიჩნევს, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, 52 %-ის აზრით კი  საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავე დროს რუსეთთან კავშირები უნდა შეინარჩნოს. 11 % ფიქრობს,რომ  საქართველოს პრორუსული კურსი უნდა გააჩნდეს, თუმცა, ამავე დროს დასავლეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხოლო 4 % ფიქრობს, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს პრორუსული.
კითხვაზე, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში რუსეთთან არსებული ურთიერთობის გამო, 12 % ამბობს, რომ ”ძალიან დაცულია”, 41 % – ”უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად”, 32 % – ”უფრო მეტად დაუცველად, ვიდრე დაცულად”, ხოლო 10 % – ”დაუცველად”.
რუსეთთან დიალოგს 59 % სრულიად უჭერს მხარს, 24 % – ნაწილობრივ, ხოლო 10 %- სრულიად ეწინააღმდეგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები