LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხვა მიმდინარეობს კორექტულად, კმაყოფილი ვარ – პაატა ბურჭულაძე

45

“გამოკითხვა არ მიმდინარეობს ჩემ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მე მაქვს ეჭვები,” – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ თითქმის 4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, შესვენებაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

“გამოკითხვა მიმდინარეობს კორექტულად, ძალიან საქმიანად. კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა დგება და აქ ყველაფერს დაესმევა წერტილი. კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით დღევანდელი დღის. ძალიან ბევრი შეკითხვაა”- აღნიშნა ბურჭულაძემ.

ჟურნალისტების კითხვას უკავშირდება თუ არა გამოძიების კითხვები იმას, რომ მაღაზიაში ყუთებში შეგროვებული თანხა არ მიდიოდა ქველმოქმედებაში, ბურჭულაძის თქმით, ამაზე საუბარიც არ ყოფილა და გამოძიებას ამ საკითხში ეჭვი არ ეპარება.

ბურჭულაძე ასევე გამორიცხავს, რომ მის მიმართ საქმე აღიძრას, თუმცა მისი სურვილია, ეს ლაქა ფონდ “იავნანას” მოაშოროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები