LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკვეთილია ორი პარალელური საქართველო – NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში

73

“საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა,” –  ნათქვამია  NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აქცენტი კეთდება იმაზე, რომ  ერთი საქართველო დანახულია „ქართული ოცნების“ მიერ, მეორე კი – პროცესში ჩართული დანარჩენი მხარეების.

„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა. ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია და რეფორმები, რომლის მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის. მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. პოლიტიკური გარემოს განსხვავებული შეფასებები და მმართველი პარტიის თვითიზოლაცია უფრო მეტ შინაარსობრივ და ინკლუზიურ კონსულტაციებსა და განხილვებს მოითხოვს. ამის უგულებელყოფამ შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს ჩრდილი მიაყენოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ამ წუთებში NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია სასტუმრო “რედისონში” პრესკონფერენციას მართავს, სადაც მედიას წინასარჩევნო დაკვირვების შესახებ ანგარიშს აცნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები