LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოკვლევები გვიტარდება,ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით და მერე რა? იქნებ ვინმე მოსულიყო და ეკითხა ჩვენი მდგომარეობა!”

170

დღეს ვარკეთილის მეტროში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ჟურნალისტი, გიორგი საკარული მომხდარ ფაქტს სოციალური ქსელში იხსენებს  და  პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერიას და ხარისხის მართვის კომპანიას აკისრებს. საკარული სავარაუდოდ მკურნალობის და გამოკვლევების თანხის ანაზღაურებას მოითხოვოს.

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მომხდართან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
დღეს მე და დანარჩენმა 13 ადამიანმა,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ! გვაინტერესებს ახლა ჩვენ ტენდერი ვინ მოიგო????? 
ჩვენი, მეტროში დაშავებული ადამიანების პრობლემა ნამდვილად არ არის ტენდერი ვინ და რომელმა კომპანიამ მოიგო! აღნიშნულთან დაკავშირებით პასუზსიმგებლობა რა თქმა უნდა,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერიას, ხარისხის მართვის კოომპანიას ეკისრება.
გამოკვლევები გვიტარდება,ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით და მერე რა?? იქნებ ზემოთ ხსენებული კომოპნიებიდან ვინმე მოსულიყო და ეკითხა ჩვენი მდგომარეობა! მეტროში არ დავშავდით თუ რადგან საავადმყოფოში მოგვიყვანეს, მათზე პაასუხისმგებლობა არ ვრცელდება???!!!
მეც და სხვებიც, მეტროში დავშავდით, დანარჩენი, ტენდერები,კონკურსები ჩვენი საქმე არაა!
აქვე დავამატებ, რომ ამ საქმეს საავადმყოფოს კედლებში არ დავტოვებ და ბოლომდე მივყვები!
სახლში გაწერის შემდეგ, მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებს ვინ გაიღებს?? მორალური, მატერიალური ანაზგაურება, ერთი კვირა სამსახურის გარეშე, ვინაა პასუხისმგებელი ჩემს ოჯახზე, ე. წ. კომპენსაცია, ვინ გაგვცემს პასუხებს?

https://www.facebook.com/giorgi.sakaruli/posts/1851362241603733?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები