LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორიცხული არაა, აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი – როსსელხოზნადზორი

75

„როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის, იულია მელანოს, განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი.

ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან გვქონდეს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია და უცნობია, რით არის ის დაკავებული, – აღნიშნავს იულია მელანო.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილიდან რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები