LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამორიცხულია ასეთი პური გასულიყო ჩვენი ქარხნიდან” – “ლიტვურ საცხობში” პროვოკაციაზე საუბრობენ

360

“ლიტვური საცხობი” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც პურში ჩაყოლებული დიდი ზომის ჭანჭიკი ჩანს, პროვოკაციას უწოდებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, შეუძლებელია, ცხობისა და დაჭრის პროცესში, ამხელა ნივთი პურში მოხვედრილიყო.

“ფორტუნასთან” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს ნივთო ცხობის მერეა პურში ჩადებული.

ის ასევე განმარტავს, რომ ესაუბრნენ იმ მომხმარებელს, რომელმაც პურში ნივთი აღმოაჩინა.

“ვესაუბრეთ გოგონას და გვითხრა, რომ ნამდვილად ჩვენი კომპანიის პური შეიძინა. (სურათიდან ამის დამტკიცება შეუძლებელია).

ჩვენთან პური დაჭრის დროს, ისეთ წვრილ დანადგარში გადის, რომ გამორიცხულია ამხელა რაღაც ყოფილიყო პურში, ეს პური დაჭრილიყო და შემდეგ გადაფუთულიყო. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ცომი (გუნდები) ხელით კეთდება, შემდეგ შედის საბრტყელებელში. შესაბამისად გამორიცხულია, რომ ცხობის პროცესში ან დამუშავების პროცესში პროდუქტში ასეთი რამ მომხვდარიყო.

შეუძლებელია ქარხნიდან ჩვენი პური ასეთ მდგომარეობაში გასულიყო, თუ ვინმე ძალით არ ჩადებდა. ეს არის პროვოკაცია…”, – განაცხადეს “ლიტვურ საცხობში” “ფორტუნასთან”.

რაც შეეხება სურათს, რომელზეც ჩანს, რომ პურში დიდი ზომის ჭანჭიკია ჩაყოლებული, ის “ფეისბუქზე” ნათია გელაძემ გაავრცელა და აღნიშნა, რომ უცხო ნივთი პურში, მისმა მეგობარმა აღმოაჩინა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები