LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოუვალი მდგომარეობა გაიძულებს, წახვიდე სახლში და თავი მოიკლა, მაგრამ… ის სახლიც ბანკისაა…“

71

ინტერნეტში ვრცელდება მერაბ როდონაიას სტატუსი, რომელიც ბევრ აქტუალურ თემას აერთიანებს, მათ შორის ახლახან ბანკებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟსაც…

სტატუსს, რომელიც პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში, ჩვენც გთავაზობთ.

მერაბ როდონაია წერს:

„მიდიხარ კლინიკაში, რომელიც ეკუთვნის ბანკს. გხვდება ექიმი, რომელსაც სამსახურს აძლევს კლინიკის მეპატრონე ბანკი. ექიმი გიდგენს დიაგნოზს, რომლის მკურნალობას, ოპერაციას თუ მედიკამენტებს ჭირდება გაცილებით დიდი თანხა, ვიდრე შენ შეგიძლია გადაიხადო. სადაზღვევო კომპანია, რომელიც ბანკს ეკუთვნის, გინაზღაურებს მხოლოდ ნაწილს, ამიტომ მიდიხარ ბანკში, რომელსაც ეკუთვნის ის კლინიკა, სადაც უნდა იმკურნალო. აგირავებ მთელ ქონებას ან ნაწილს, იღებ სესხს და იმ ექიმის მითითებით, რომელსაც ის კლინიკა უხდის ხელფასს, რომელიც ეკუთვნის ბანკს, მიდიხარ აფთიაქში, რომელიც ბანკის საკუთრებაა, ყიდულობ იმ ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებულ ან/და იმპორტირებულ მედიკამენტებს, რომლის მეპატრონეც არის ბანკი და იხდი მკურნალობის/ოპერაციის ხარჯებს კლინიკაში, რომელიც…

შენი შემოსავალი აქამდეც ძლივს გყოფნიდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯებისთვის, ახლა კი ბანკის გადასახადიც გემატება, ამიტომ თუ რამე დაგრჩა, სახლი, მანქანა – აგირავებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, რომელიც ეკუთვნის ბანკს და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად ხსნი პატარა ჯიხურს სუპერმარკეტის გვერდით, რომელიც ეკუთვნის ბანკს.

ბუნებრივია, სუპერმარკეტს ვერ გაუწევ კონკურენციას. ესეც რომ არა, პოტენციური კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა შენს მდგომარეობაშია, არაფრის ყიდვის თავი არ აქვს და იხურები. ამ დროს იგებ, რომ ოჯახის წევრი გაგიხდა ავად…

გამოუვალი მდგომარეობა გაიძულებს იფიქრო იმაზე, რომ წახვიდე სახლში და თავი მოიკლა, მაგრამ ამ დროს იგებ, რომ ის შენი სახლი აღარ არის… ბანკისაა…

P.S.

ახლა რომ გაგეგო, შენი დიაგნოზი არასწორად იყო დასმული და არაფერი გჭირდა სამკურნალო, უბრალოდ, გული გაგისკდებოდა და სუიციდზე ფიქრიც არ დაგჭირდებოდა. მაგრამ ამას არავინ გეტყვის, რადგან კლინიკაში, რომელიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები