LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოწვევა, რომელიც ქართული თხილის ინდუსტრიას აქვს

798

“თხილი არის უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტი საქართველოდან და წლიდან წლამდე ჩვენ ვქმნით ქართული თხილის ინდუსტრიას”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება თხილის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა. „ქართული თხილი ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. აგროსასურსათო სექტორში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თხილის ინდუსტრია ვითარდება და რა თქმა უნდა, გამოწვევები და სირთულეებიც არის. სირთულეები დაკავშირებულია ფიტოსანიტარულ რისკებთან, კლიმატთან, მავნებელ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა ძირითადი თხილის მწარმოებელი ქვეყნისთვის – თურქეთისთვის, იტალიისთვის და სხვა. ეს არის მავნებელი, რომელსაც ვერ უმკლავდება ბევრი მოწინავე ქვეყანა. საქართველომ ძალიან სწრაფად შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა და 50 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა ქიმიურად. კონტროლში მოექცა მავნებელი და არა მხოლოდ წლევანდელი თხილის მოსავალი გადარჩა, არამედ მოგვცა საშუალება ფაროსანას გავრცელება შეგვეჩერებინა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის ინდუსტრიის კუთხით, საქართველო მსოფლიოში რიგით მეოთხე ექსპორტიორი ქვეყანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები