LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოყენებული ბოთლებიდან მოდურ ფეხსაცმელებამდე – ამერიკული კომპანიის წამოწყება

63

ამერიკულმა მოდურმა კომპანიამ Rothy’s-მა გადამუშავებული წყლის პოლიეთილენის ბოთლებისგან ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო.

3D საქსოვი მანქანის მეშვეობით, ერთი ცალი ფეხსსაცმლის შექმნას მხოლოდ ექვსი წუთი სჭირდება.

 “ბოთლებს ვუკეთებთ სტერილიზაციას, ცხელ წყალში ვამუშავებთ, ამის შემდეგ ის ნაწევრდება და გარდაიქმნებიან ძალიან რბილ, ბოჭკოვან მასალად“, – განაცხადა კომპანია  Rothy’s–ის წარმომადგენელმა.

ფეხსაცმელები კარბონისგან თავისუფალ, გადამუშავებულ კაუჩუკს შეიცავს. მისი მანქანაში გარეცხვაც შესაძლებელია.

პოლიეთილენის ბოთლებისგან დამზადებული ფეხსაცმელების ფასი 100 ევროდან იწყება.

ამ ფეხსაცმელებმა გვინეტ პელტროუს ყურადღებაც მიიპყრო.

ბოთლებისგან დამზადებული ფეხსაცმელები, ფერების ფართო არჩევანითაც გამოირჩევა. ღია ციფერი, წითელი, ვარდისფერი, ნაცრისფერი – ეს ის ფერებია, რომლებიც მომხმარებელში პოპულარობით სარგებლობს.

ყოველდღიური, მოდური, პრაქტიკული და რაც მთავარია ეკო–მეგობრული ფეხსაცმელების შეძენა ონლაინ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები