LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამთენიისას ვიღაცამ დაურეკა და გაიყვანა” – გოგონას მკვლელობის დეტალებზე მეზობელები საუბრობენ

33

თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებზე, მოკლული გოგონას მეზობლები საუბრობენ.

როგორც “ფორტუნასთან” ერთ-ერთი მათგანი ამბობს, გოგონას გამთენიისას დაურეკეს და გარეთ გაიყვანეს.

“ზუსტად დეტალები არ ვიცი. გამთენიისას დაურეკეს, ხალათით ჩასულა და ავტოფარეხებთან მოუკლავთ. სტუდენტი იყო, ყველა ვიცნობდით.

ჩემი თვალით არ მინახავს, თუმცა თქვეს, რომ ყელი აქვს გამოჭრილი.

ჯერ სახლში არ მოუსვენებიათ. არც ის იციან ვინ იყო და არც ეჭვი აქვთ ვინმეზე. მაგრამ ხალათით რადგან გავიდა, ალბათ, ახლობელი იყო”, – ამბობს მეზობელი “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას, თემქაზე, შატილის N3-თან ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი 1997 წელს დაბადებული ა.ნ. -ია.

გოგონას ახალგაზრდას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

მკვლელობა თბილისში – თემქაზე სტუდენტი გოგონა მოკლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები